ტრამვაის უპირატესობა
ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს აქვს სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ამისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის შექმნა. ტრამვაი ფლობს მრავალ ღირსებას:
- მაღალი გამტარუნარიანობა;
- ეკოლოგიურობა;
- ეკონომიურობა;
- უსაფრთხოება;
- მოხერხებულობა შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.
ტრამვაის დიდი ტევადობის მოძრავი შემადგენლობის მეშვეობით შეუძლია მეტი მგზავრის გადაყვანა. ავტომობილთან შედარებით ის გზის ფართს რვაჯერ უფრო ეფექტურად იყენებს. განცალკევებული ზოლის მეშვეობით ტრამვაის შეუძლია გვერდი აუაროს ავტომობილთა საცობებს. ევროპის მერების კონვენციის თანახმად 2020 წლამდე თბილისში CO2–ის ემისია 20%–ით უნდა შემცირდეს. ტრამვაი მოიხმარს ელექტრო ენერგიას და არ აბინძურებს ჰაერს. ტრამვაი უფრო ეკონომიური ტრანსპორტია. ელექტრო ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი 2,3–ჯერ აღემატება დიზელის ძრავისას, ხოლო სარელსო ტრანსპორტის წინაღობა გზის მიმართ გაცილებით ნაკლებია საბურავებიანი ტრანსპორტის წინაღობაზე. ტრამვაი მკაცრადაა დაფიქსირებული სავალ ნაწილზე, ამიტომ იგი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და მას შეუძლია მაქსიმალური სიჩქარით იმოძრაოს ხიდებზე, გვირაბებსა და ვიწრო გასასვლელებში. ტრამვაის დაბალიატაკიან ვაგონებში არ არის კიბეები და მისი იატაკი ბაქნის სიმაღლეზეა. მისი მოხერხებული სალონი მნიშვნელოვნად უადვილებს გადაადგილებას მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებს. აღნიშნული უპირატესობებიდან გამომდინარე თბილისისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის შექმნა.

